გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარადჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პორტალი შეიქმნა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარადჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პორტალი შეიქმნა. პორტალი მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ვებ გვერდზე ასევე განთავსდება საინვესტიციო შეთავაზებები. საინვესტიციო პორტალზე რეგიონის მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია განთავსდება. www.investinsamegrelo.ge ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად არის ხელმისაწვდომი. ვებ გვერდის ინფორმაციულ დატვირთვას და მის შემდგომ ოპერირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
ახალი პორტალის პრეზენტაცია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოხდა, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივ თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერი ესწრებოდნენ.